მიკა რიჩარდს “მანჩესტერ სიტი” პელეგრინის გამო დაუტოვებია
იტალიური “ფიორენტინას” ახალწვეულმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტი” დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გამო დატოვა. 26 წლის ინგლისელი მცველი ამბობს, რომ ჩილელი სპეციალისტის თავკაცობის პერიოდში მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.
“გადამწყვეტი მომენტი “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ანგარიშით 0:2 ვაგებდით. არ მინდა, ეს წარუმატებლობა ვინმეს დავაბრალო, თუმცა ყველა ხედავდა, რომ იმ მატჩში ნორმალურად ვთამაშობდი. ამის მიუხედავად, პელეგრინიმ ჩემი და ჯეკ როდუელის შეცვლა გადაწყვიტა. მაშინ მივხვდი, რომ განტევების ვაცი ვხდებოდი.
კი ბატონო, “სიტის” რიგებში ყოველთვის კარგად არ ვთამაშობდი, თუმცა ასეთი შემთხვევა მანამდე არასდროს მომხდარა. ეს უცნაური და არაბუნებრივი სიტუაცია იყო. მივხვდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი მაინც არ დარჩებოდა. ის მიხსნიდა, რომ ტრავმის მოშუშების არ სურდა, დაეჩქარებინა მოედანზე ჩემი დაბრუნება. თუმცა, მე არც პრემიერლიგის და არც ჩემპიონთა ლიგის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. ინგლისის თასზე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მაინც არ გავეყვანე მოედნიდან. აი, ამ შემთხვევის შემდეგ მისდამი ნდობა დავკარგე”, – რიჩარდსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსი “ფიორენტინაში” იჯარის წესით თამაშობს.