მიხაილ მარხელი: “ჩვენ გამარჯვებისთვის ჩამოვედით”

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“გუნდში დაძაბულობა იგრძნობა. ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. წინა ორი მატჩი, მომზადების კუთხით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო.
ვფიქრობ, რომ თამაშში გამოჩნდება, იქონია თუ არა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩვენზე გავლენა. ჩვენ შედეგის დასადებად ვართ ჩამოსული, შედეგიდან გამომდინარე კი, ყველაფერი გამოჩნდება.
საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები დაახლოებით ერთ დონეზე იმყოფებიან. ორივე გუნდის ფეხბურთელები კარგ გუნდებში თამაშობენ, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს გუნდები თანაბარი დონის არიან.
ასეთ შეხვედრებში გამოცდილება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ვართ ჩამოსულები. გამოცდილ ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
არა, ლუკაშენკოს არ დაურეკავს. მან კარგად იცის, რა მნიშვნელობის მატჩია, ამიტომ დამატებითი ზეწოლა საჭირო აღარ არის.
რთულია და ნაადრევია დასკვნების გამოტანა იქიდან, იყო თუ არა სწორი ბელარუსის ჩემპიონატის არშეჩერება. ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი ბელარუსის ჩემპიონატიდანაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველა ქვეყნის ჩემპიონატი უკვე რამდენიმე თვეა განახლდა.
ჩვენ გვესმის, რომ ხვალინდელ მატჩში ფავორიტები არ ვართ. თუმცა ეს დაპირისპირება ერთმატჩიანია და ამიტომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს”, – განაცხადა მხაილ მარხელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო – ბელარუსის დაპირისპირება 8 ოქტoმბერს, 20:00 საათზე დაიწყება.