მიხაილ მარხელი: “თანაბარი თამაში გამოვიდა, პენალტი გადამწყვეტი აღმოჩნდა”
ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხელმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ნერვების თამაში გამოდგა. ვფიქრობ, საკმაოდ თანაბარი თამაში გამოვიდა და გადამწყვეტი პენალტი აღმოჩნდა.
პირველი ტაიმის შემდეგ შეტევაში თამაშით უკმაყოფილოები ვიყავით, ამიტომ შეცვლები გავაკეთეთ. მეორე ნახევარში ბევრად უკეთესად ვითამაშეთ.
ნებისმიერი მწვრთნელი უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან, მას პოსტიდან გაათავისუფლებენ. კონკრეტული შეთანხმება ჩემ მომავალთან დაკავშირებით არ ყოფილა, ამიტომ სიტუაცია შეფასდება. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო.
არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩვენ ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის ვთამაშობდით. დღეს ორი თანაბარი დონის გუნდი შეხვდა ერთმანეთს და ფინალში გასვლას ორივე იმსახურებდა.
მთელი ჩვენი კონცენტრაცია ამ მატჩზე იყო. ვფიქრობ, ფინალში ფსიქოლოგიური ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა მარხელმა.