მიხეილ აბაიშვილი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია

თარიღი: სექტემბერი 21, 2016

21 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მომდევნო 4 წლის ვადით ასოციაციას მიხეილ აბაიშვილი უხელმძღვანელებს.

„მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ წარმატებით გავართმევ თავს ყველა ამოცანას, რომელიც ჩემი პროგრამით გაგაცანით. ვიმედოვნებ, მომდევნო არჩევნებისთვის, ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი ასოციაცია გაცილებით კარგ მდგომარეობაში იქნება”, – განაცხადა მიხეილ აბაიშვილმა.

მიხეილ აბაიშვილი სსჟა-ს მესამე პრეზიდენტია ელგუჯა ბერიშვილის და გია გორგოძის შემდეგ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა ბარათაშვილი ასრულებდა, რომელიც ხელმძღვანელობდა დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

სსჟა-ს პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი დარეგისტრირდა: მიხეილ აბაიშვილი, გიორგი დარჯანია, ლაშა დვალიშვილი, ვახტანგ გეგელია და სალომე ხარატიშვილი. ვახტანგ გეგელიამ და სალომე ხარატიშვილმა სსჟა-ს აღამსრულებელ კომიტეტს კანდიდატურის მოხსნის შესახებ წერილობით შეატყობინეს, ხოლო ლაშა დვალიშვილმა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა კანდიდატურა.

საპრეზიდენტო არჩევნებში 94-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. 56-მა მიხეილ აბაიშვილს დაუჭირა მხარი, 36-მა – გიორგი დარჯანიას, ხოლო 2 ხმა გაბათილდა.

მიხეილ აბაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავისი გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა ბარათაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე. აღმასრულებელ კომიტეტში შევიდნენ ზვიად შათირიშვილი (ხაზინადარი), თამარ ბალავაძე, ლაშა გოდუაძე, დემიკო ლოლაძე, პაატა ნაცვლიშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, თემურ ჯაფარიძე და ჯამლეტ ხუხაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური პრემიების ლაურეატები გამოავლინა. ნუგზარ შატაიძის სახელობის პრემია (წლის საუკეთესო ახალგაზრდა ჟურნალისტი) ლაშა გოდუაძეს მიენიჭა (წიგნისთვის „13 მაისის 35 წლის იუბილე”); გურამ თიკანაძის პრემია (სპორტული ფოტოგრაფია) – ავთანდილ გურასაშვილს; ეროსი მანჯგალაძის პრემია (რადიოჟურნალისტიკა) – დავით კაკაბაძეს; კოტე მახარაძის პრემია (ტელეჟურნალისტიკა) – თამარ ბალავაძეს; ნოდარ გუგუშვილის პრემია – პაატა ნაცვლიშვილს (ხუთტომეულისთვის „ჩემი ოლიმპიური ქორონიკონი”), მიხეილ კაკაბაძის პრემია (ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) – დავით ქლიბაძეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედში” რანგნიკს ელიან, როგორია რალფის რეზიუმე?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სასურველ მწვრთნელთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ და იძულებულნი არიან, რომ სარეზერვო გეგმის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “სამარცხვინოა, ჩვენი საუკეთესო ფორვარდები 36 და 34 წლის არიან”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ვილიარეალი” კრიშტიანუ რონალდუსა და ჯეიდონ სანჩოს გოლებით დაამარცხა. გამარჯვების მიუხე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ვილიარეალი” გასვლით მატჩში ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ესპანურ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კერიკმა “ვილიარეალთან” მოგება სულშერს მიუძღვნა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გასვლაზე “ვილიარეალი” დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო ფერგიუსონის შემდეგ?

ალექს სერ ფერგიუსონის დიდებული ეპოქის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდების დარბაზში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას კვლავ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგუაიერი: “პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე უნდა ავიღოთ”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერი გაანთავისუფლა. კლუბმა ეს გადაწყვეტილება “უოტფორდთან” განა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მოლაპარაკებას პოჩეტინოსთან აწარმოებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავკაც მაურისიო პოჩეტინოს წარმომადგენლებმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ სურს ზიდანს “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობა?

ოლე გუნარ სულშერი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე აღარ მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ სულშერის გათავისუფლება გადაწყვიტა

წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერის პირველი კომენტარი “უოტფორდთან” განადგურების შემდეგ

“მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. სულშერის შეგირდები “უოტფორდთან” მატჩში განადგურდნენ (4-1) და ახლა უკვე პრემიერ ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

რანიერი რონალდუზე: “გთხოვთ, ჩემთან გამოუშვით, ყველა წუთს ვათამაშებ”

“უოტფორდში” ჩისკო მუნიოსის შემცვლელმა, კლაუდიო რანიერიმ, პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუზე იხუმრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით მივიდა კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუანიტედის” ვარჯიშზე (ფ

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ვარჯიში განაახლა. პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე 250 ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” პოგბას დამატება უფასოდ უნდა

მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. ესპანური გამოცემა “მარკაR...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ როლექსის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელია

ბრიტანული გამოცემა Daily Star ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კრიშტიანუ რონალდუ როლექსის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” რამდენმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა სილვას გოლში? (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეტყობა გუნდს […]...
წაკითხვა