მიხეილ აშვეთია: “რამდენიმე ლეგიონერი დავითანხმეთ და …”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ “ტორპედოს” პირველი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ვარჯიში გუშინ არასრული შემადგენლობით დავიწყეთ. დღეს რამდენიმე ახალწვეული შემოგვემატა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის.
ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, 3-4 დღეში გუნდი თითქმის დაკომპლექტდება. ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ. ამის მერე მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ.
კლუბის პრეზიდენტთან ვაზუსტებთ შეკრების საკითხსაც. დროის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, უცხოური შეკრება მოვასწროთ. ალბათ მაინც საქართველოში გავივლით…”
“ტორპედომ” ოთარ კობახიძე, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი ფანცულაია, ირაკლი ძარია, ცოტნე ნადარაია, ლაშა კასრაძე, ბაქარ მირცხულავა და დემეტრე ბულისკერია დაიმატა.