მიხეილ გაბრიჩიძე – კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

თარიღი: დეკემბერი 11, 2013

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 40 რეგისტრირებული დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 32-მა მიიღო, საიდანაც 29 დელეგატმა მხარი მიხეილ გაბრიჩიძეს დაუჭირა.

ვეტერანი კალათბურთელი, კომპანია “ჰიუნდაი-საქართველოსა” და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ფედერაციის პრეზიდენტობის დანარჩნი კანდიდატების – კახა შენგელიასა და ვლადიმერ ბოისას რჩეულიც იყო. საარჩევნო პროცედურის დაწყების წინ შენგელიამ და ბოისამ გაბრიჩიძის სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს.

 

ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა – მიხეილ ახვლედიანმა ყრილობა დატოვა. მისი განცხადებით, ყრილობა არალეგიტიმური იყო და მასში მონაწილეობას არ იღებდა. ახვლედიანმა წაიკითა ის წერილი, რომელიც ფიბა-მ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუგზავნა და რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. http://msy.gov.ge/files/categoris/kalatburti/2013/dek/FIBA/docs.pdf

მოგვიანებით, ყრილობის წამყვანმა, წინა გამგეობის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა ის წერილი წაიკითხა, რომელიც ფიბა-ს გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს გუშინ გამოუგზავნა და საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ფიბა წესდებაში ცვლილებების შესატანად თანამშრომლობას ახალ არჩეულ პრეზიდენტთან აპირებს და არანაირად არ ერევა 11 დეკემბერს გასამართ არჩევნებში http://gbf.ge/news.php?m=news&d=&id=4652

ახვლედიანმა მოუწოდა დელეგატებს, არ მიეღოთ ყრილობაში მონაწილეობა. მისი თხოვნა 5-მა დელეგატმა გაითვალისწინა და დარბაზიდან გასულ ახვლედიანს გაჰყვა. ესენი იყვნენ სკ “ოლიმპის”, სკ “ქუთაისის”, სკ”სოხუმის”, სკ “არმიისა” და ქუთაისის სპორტსკოლის მიერ მოვლინებული დელეგატები.

ყრილობაზე დარჩნენ და არჩევნების გამართამდე გამართულ საქმიან საუბარში მონაწილეობა მიიღეს თბილისის კალათბურთის ფედერაციის, სკ “დინამოს” და მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის წარმომადგენლებმა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე მათაც უარი განაცხადეს. შესაბამისად, საანგარიშო ყრილობაზე მოსული 40-ივე დელეგატიდან არჩვნებში მონაწილეობა 32-მა მიიღო. 29 მათგნმა მხარი გაბრიჩიძეს დაუჭირა, ერთმა მიხეილ ახვლედიანის კანდიდატურა შემოხაზა, 2 ბიულეტინი კი ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის გამო ბათილად ჩაითვალა.

 

მიხეილ გაბრიჩიძის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღის წესრიგის მიხედვით ფედერაციის გამგეობის წევრები აირჩიეს. ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გამგეობის წევრებს შემდეგი შემადგენლობით: ნოდარ ქორქია, ვალერი ლომაძე, გივი ბიჭიაშვილი, კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა, გიორგი ქართველიშვილი, თემურ დათიკაშვილი, გია სანაძე და მიხეილ გაბრიჩიძე.

სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით ახალმა გამგეობამ ყრილობის პირველი დავალება რამდენიმე წუთში მიიღო. დელეგატების სურვილი პირველ რიგში ახალი წესდების შემუშავებაა და ამაზე გამგეობა უახლოეს მომავალში სპორტის სამინისტროსთან და ფიბა-სთან კონსულტაციების პარალელურად იმუშავებს.

 

ყრილობის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთს სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა, ასევე დელეგატებმა:

ირაკლი დოლაბერიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე:

“რაც ახლა აქ ტარდება, ესაა ჩემთვის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ვიღაცა გულნატკენი იქნება, ვიღაცა უსამართლოდ ჩათვლის, მაგრამ რაც მთავარია, აქ არაა ადრინდელივით წინასწარ დანიშნული კანდიდატები, სადაც სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები არა სტუმრის სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც ეხლა ვართ, არამედ არჩევნებში მონაწილეობდნენ და ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. მე პატივს ვცემ იმ არჩევნს, რომელსაც თქვენ ამ ყრილობაზე დააფიქსირებთ. ეს ყრილობა არაა არაკანონიერი, რადგან ამას არეგისტრირებს მარეგისტრირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. ასე რომ, კანონმდებლობით დარეგისტრირებულ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს იღბთ თვენ, საკალათბურთო სამყარო და არა სპორტის სამინისტრო, ან ოლიმპიური კომიტეტი. ამიტომ ჩვენ პატივს ვცემ თქვენს არჩევანს და შეფასებებს. კალათბურთის სამყარომ უნდა შეაფასოს ფედერაციის საქმიანობა, რომელიც კარგია თუ ცუდი, თქვენი შესაფასებელია. მე არც ერთ კანდიდატს არ ვემხრობი, თუმცა ძალიან მომეწონა ვლადიმერ ბოისას გუშინდელი განცხადება, რომელმაც თქვა, მოვიგებ თუ წავაგებ, მე ვიქნები ქართული კალათბურთის ოჯახშიო”.

 

მამუკა ხაბარელი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი:

“ჩემთვის დასაფასებელი ისაა, რომ აქ თითოეული ადამიანი არის ქართული კალათბურთის სამყაროს წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით ყრილობის დელეგატები, ამას საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ სტუმრის სტატუსით”.

 

გივი ბიჭიაშვილი, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი:

ახალიპრეზიდენტიგვყავსდაშესაბამისად, ბევრირამშეიცვლება. ვფიქრობ, საქართველოშიარჩევნებიასედემოკრატიულადარასდროსჩატარებულა. ბუნებრივია, ყველასთავისისიმპათიებიაქვს. გაბრიჩიძეგანათლებულიადამიანიადავფიქრობ, წარმატებასმიაღწევს”.

ზაზა გაბისონია, ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი:

“როდესაც რუსთავში გვქონდა გემგეობასთან შეხვედრა,  უმთავრესად ვითხოვდით რომ დელეგატები თავისუფლები  ყოფილიყვნენ  არჩევანში. დღეს ეს ნამდვილად იყო.  დღევანდელი ყრილობის შედეგებით  კმაყოფილნი  ვართ.  მთავარია რომ დელეგატები არჩევანში თავისუფლები იყვნენ”.

ოთარ ბრაგვაძე, კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

“მოხარული ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სამართლიანობამ გაიმარჯვა და კალათბურთის ფედერაციამ დაამტკიცა, რომ ერთიანი გუნდია და ამით სხვა სპორტის სახეობებს კარგი მაგალითი აჩვენა”.

იაგო რუსიშვილი, გორის სასპორტო სკოლის დელეგატი:

“დღვანდელი დღე ასეც უნდა დასრულებულიყო, ყველაფერი კარგად არის და იმედია, მომავალშიკალათბურთში კიდევ უფრო უკეთესი სიტუაცია გვექნება. მიხეილ გაბრიჩიძე კარგი კალათბურთელიც იყო და შესანიშნავი პიროვნებაცაა.  მთავარია, ბოლომდე ერთად ვიდგეთ საკალათბურთო სამყარო.  ბევრი შრომა გასწია ფედერაციამ და ის პატარ-პატარა ლაფსუსებიც მომავლისთვის გამოსწორდება. ერთად ვითანამშრომლებთ და იმედია, ახალი პრეზიდენტი როგორც დაგვპირდა, ჩვენი რეგიონის მიმართ სათანადო ყურადღებას გამოიჩენს”.

ნოდარ იანქოშვილი (თელავის სასპორტო გაერთიანება): დადებითად შევაფასებდი დღევანდელ ყრილობას.  სიმართლემ გაიმარჯვა და შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.

ამირან ხაჩიძე (საკალათბურთო კლუბი “რუსთავი 1991”): ასეთი დემოკრატიული არჩევნები ჯერ არ მინახავს.  ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყრილობას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, რომლებმაც ყრილობა იქვე ადგილზევე დადებითად შეაფასეს. 

http://gbf.ge/

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სახალისო პასუხი ახალ თანაგუნდელს პრესკონფერენციის დროს (ვიდეო)

21 ივნისს, გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოში ბევრი მძიმე პერიოდი გვქონდა

“ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძეს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა განაცხადა,...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს “ინდიანა პეისერსში” (ფოტო, ვიდეო)

21 ივნისს გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა. ქართველი ცენტრი “პეისერსის” დარბაზში მივიდა, სადაც მას გუნდის ფანები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

9 წლის გოგა ბითაძის წერილი: “ჩემი დიდი სურვილია, ვითამაშო NBA-ში” (ფოტო)

21 ივნისს, საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 […]...
წაკითხვა