მიხეილ გაბრიჩიძე: კენჭისყრის შედეგები ჩვენი ნაკრების ამბიციას უფრო აძლიერებს

თარიღი: დეკემბერი 9, 2014

პარიზში გამართულ ევრობასკეტის კენჭისყრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარიზში დავუკავშირდით მიხეილ გაბრიჩიძეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა…

– ვერ ვიტყვი, გაგვიმართლაო, შეიძლებოდა შედარებით ხელსაყრელ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ხორვატიასთან ერთად ზაგრებში თავს კიდევ 2 ბალკანური ქვეყნის ნაკრები მოიყრის – სლოვენია და მაკედონია, რომლებსაც ქომაგები არ მოაკლდებათ. ეს ფაქტორი ძალიან უარყოფითია ჩვენთვის და თავისთავად ჯგუფის სხვა მონაწილეთათვისაც.

– რომელი ჯგუფი იქნებოდა ჩვენთვის უმჯობესი?

– ნებისმიერი სხვა, უფრო კი ლატვიის ჯგუფი, სადაც ასევე არიან ესტონეთი, ბელგია, ლიტვა, უკრაინა და ჩეხეთი. ჩვენ ამ ჯგუფში ჩეხეთის ნაცვლად მოვხვდებოდით, რაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.

– საკმაოდ ძლიერია საფრანგეთის ჯგუფი…

– შემადგენლობით საფრანგეთის ჯგუფი შესაძლოა ჩვენსაზე ძლიერი იყოს, თუმცა გავიმეორებ იმ ფაქტორს, რომელიც უკვე ვახსენე. ხორვატიაში სლოვენიაც და მაკედონიაც თავს მეტად კომფორტულად იგრძნობენ და ჩვენს წინააღმდეგ მატჩებში ფაქტობრივად მასპინძლებად ჩაითვლებიან.

– შანსებზე რას იტყვით, რამდენად რეალურია საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვედრა?

– კენჭისყრის შედეგები სხვაა, ჩვენი ნაკრების ამბიციები – სხვა. უბრალოდ არ გაგვიმართლა, რაზეც ნერვიულობა და ბევრი ლაპარაკი არ ღირს. პირიქით, ამ შედეგებმა კიდევ უფრო უნდა გააერთიანოს და საბრძოლოდ განაწყოს ჩვენი გუნდი. მჯერა, ასეც იქნება. ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს და მჯერა, ამას მოახერხებს კიდეც, თუკი ტრავმირებული მოთამაშეები არ გვეყოლება და ევრობასკეტისთვის კარგად მოვემზადებით.

– მოსამზადებელი ეტაპის კარგად დაგეგმვას დიდი ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება…

– კენჭისყრაზე ყველა ნაკრების წარმომადგენელი იმყოფებოდა. აქ არიან ევროპული კალათბურთის მაღალჩინოსნები და ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრები კონტინენტის წამყვანი ნაკრებების წარმომადგენლებთან და არა მარტო მათთან. არაერთი ქვეყნისგან წამოვიდა შემოთავაზება ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი მატჩების გამართვასთან დაკავშირებით. ჩვენ თითოეულ ვარიანტს განვიხილავთ, დავეკითხებით აზრს სპეციალისტებს და რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ, თუ რომელ ნაკრებთან გავმართავთ საკონტროლო მატჩებს.

gbf.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა