მიხეილ გაბრიჩიძემ ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი წარადგინა

თარიღი: დეკემბერი 16, 2013

16 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი გუნდი წარადგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც უახლოეს მომავალში მუშაობას გეგმავს.

ახალი პრეზიდენტის წარდგინებით 11 დეკემბერს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე გამგეობა დამტკიცდა 9 წევრის შემადგენლობით: მიხეილ გაბრიჩიძე, გიორგი ქართველიშვილი, თემურ დათიკაშვილი, ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია, გიორგი სანაძე, ნოდარ ქორქია, ვალერი ლომაძე, გივი ბიჭიაშვილი. დღვანდელ პრესკონფერენციაზე კი მიხეილ გაბრიჩიძემ ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი წარადგინა.

კალათბურთის ეროვნული ფედერციის 2 ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების წევრები – კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა დაიკავებენ, ხოლო გენერალური მდივანი ვეტერანი კალათბურთელი და იურისტი, გიორგი ქართველიშვილი იქნება.

სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ გაბრიჩიძემ და მისი გუნდის წევრებმა უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს:

მიხეილ გაბრიჩიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენს მიერ გაშუქებული ინფორმაცია იყო აბოსლუტურად ობიქტური, რაც დაგხვეხამრა იმაში, რომ ჩაგვეტარებინა არჩევნები 11 დეკემბერს ძალაინ საქმიან ატმოსფეროში. დიდი მადლობა ყველა იმ დელეგატს, რომელიც მოვიდა იმ დღეს და განსაკუთრებით მათ, ვინც მხარი მე დამიჭირა. მინდა დავუდასტურო უდიდესი პატივისცემა ჩემს მეგობრებს, კახა შენგელიას და ვლადიმერ ბოისას, რომლებმაც არჩევნებიდან მოხსნეს თავიანტი კანდიდატურა ჩემს სასარგებლოდ. ამან კიდევ ერთხელ წამორაჩინა, რომ ეს ადამინები საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის იბრძვიან და სურთ, არანაირი დაპირისპირება არ არსებობდეს. პირიქით, ჩვენ ერთიანი ძალებით ვაპირებთ მუშაობას. გვსურს, გავაგრძელოთ განვითარება და გადავიყვანოთ კალათბურთი ახალ ეტაპზე. ჩვენ , როგორც შეგპირდით, პარაკსევს ჩავატრეთ გამგეობის სხდომა, სადაც ოფიციალურად დამტკციდა ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. პატივი მაქვს, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგინოთ კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა. თავიდნავე აღვნიშნავ, რომ ისინი იქნებიან ვიცე-პრეზიდენტები თანაბარი უფლებამოსილებით, გენერალური მდივანი კი გიორგი ქართველიშვილი იქნება.

ჩვენს გუნდს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეადგენენ, სხვადასხვა მიმართულებით გაგვაჩნია გამოცდილება და ერთიანი ძალებით შევძლებთ ქართული კალათბურთი განვითარების ახალ მიმართულებაზე გადავიყვანოთ. პირველ რიგში, აუცილებელი იქნება აქტიური მუშაობა ფიბა-სთან და ფიბა-ევროპასთან წესდების ახალი ვარიანტის შესამუშავებლად. სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელები. გვაქვს სურვილი, სამუშაო ჯგუფში მოვიწვიოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იურისპუდენციის და სპორტული განვითარების დარგში მუშაობენ. გვსურს, გავიზიაროთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წესდებების შემქმნელი ჯგუფების აზრები. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სიუტუაცია ჰგავს ჩვენს რეალობას და ამ რეგიონის წარმომადგენელთა გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოანი იქნება, რათა ისეთი წესდება შევიმუშაოთ, რომ სადავო აღარაფერი იყოს.

პირველ ნაბიჯებს რაც შეეხება, იანვრის თვიდან ჩავატრებთ ფინანფსურ აუდიტს, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს კახა შენგელია. ჯგუფში შევა გამგეობის კიდევ რამდენიმე წევრი. გუნდი ჩაატარებს სრულ აუდიტს რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩატარდება ინვენტარიზაცია და შესწავლილი იქნება პრობლემები. ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას რეგიონში კალათბურთის განვითარებვისთვის, შევხვდებით ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და მუნიციპალიტეტებს. აუცილებელია, რომ ყველა რეგიონს ერთი გუნდი მაინც ჰყავდეს.

მუშაობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი ვეტერანები. ამ ადამიანებმა თავიანთი ბრძოლისუნარიაობით და შრომით დღემდე მოიტანეს კალათბურთი, გამოაირეს ბევრი პრობლემა და მათი აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვეტერანები დაფასებულნი იქნებიან და მაქსიმალურად შევუწყობთ მათ ხელს, რომ ჰქონდეთ სათანადო პირობები და ანაზღაურება. უახლოეს მომავალში დაგემილი გვაქვს სპეციალური ელექტორნული მისამართის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება გამოაგზავნოს თავიანთი მოსაზრება წესდებასთან და ზოგადად საქართველოში კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთებით საინტერესო წინადადებების ავტორებს შევხვდებით და მათთან ვითანამშრომლებთ. აუცილებელია, რომ როგორც მოთამაშეები, ისე სპეციალსტები, ვეტერანები, გულშემატკივრები და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც იყვნენ ჩართულნი ახალი წესდების შემუშავებაში.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ამ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. გავქვს სურვილი, პირველ რიგში მოთამაშეებს დაველაპრაკოთ. შეიქმნება სპეციალური ჯგუფი მწვრთნელების და სპეციალსტების შემადგენლობით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაწყვიტავს მწვრთნელის საკითხს. პირადად ჩემი აზრით, 6 წელი საკამოდ დიდი დრო იყო ერთი მწვრთნელისთვის და ალბათ ახალი მიმართულების პოვნაა საჭირო.

ეროვნული ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული უკმაყოფილოება. საახალწლო დასვენების შემდეგ მოვაწყობთ კონფერენციას კლუბების ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან. შევჯერდებით ერთად, თუ რა იქნება შესაცვლელი – შეეხება ეს გათამაშების ფორმატს, თუ სხვა სახის ხარვეზებს.

კახა შენგელია, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

ვფიქობ, რომ საკამოდ გამოცდილი და კვალიფიციური შემადგენლობა შევიკრიბრეთ, რომელიც მისაღებია საკლათბურთო სამყაროსთვის. ჩვენი მიზანი იქნება ჩვენი საკალთბურთო კავშირები და გამოცდილება მოვახმაროთ საქართველოში კალათბურთის განვითარებას.

გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი:

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია წესდების სრულყოფა. ახალი წესდება უნდა შემუშავდეს, რომელიც სრულად გაიზიარებს საერთაშორისო საკალთბურთო სამყაროს რეკომენდაციებს. ჩვენ 11 დეკემბრის ყრილობის დროსაც ავიღეთ პასუხისმგებლობა და მივიღეთ დელეგატთა დავალება, რათა სპორტის სამინსიტროსტან, ფიბა-სთან და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად დავიწყოღ მუშაობა ახალი წესდების შემუშავებაზე, რათა მომავალში აღარ მოხდეს ამ თემით აპელირება. ეს უნდა იყოს სამუშაო, ეს უნდა იყოს კანონი საკალათბურთო სამყაროსთვის და ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად ვსრულყოფთ წესდებას. მომავალში გავაგრძელებთ უფრო ინტენსიურ მუშაობას ფიბა-სთან, მათთან ერთად ჩავატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს , რომლებზეც მომავალში ვისაუბრებთ. ჩვენი მიზანი არის ქართული საკალთბურთო სამყაროს კონსოლიდირება და ყველა აზრის გაზიარება. ისეთი მოდელი უდნა შევქმნათ, რომ იგი იყოს ყველას მიერ გაზიარებული.

პრესკონფერენცია მიხეილ გაბრიჩიძემ შემდეგ თემაზე საუბრით დაასრულა:

თქვენ ყვლანი ესწრებით საკალათბურთო მატჩებს და რაღაცეები არ მოგწონთ მოთამაშების და გულშემატკიცვრების ქცევაში. ეს ჩვენც არ მოგვწონს და ამიტომ გადავწყვიტეთ უახლოეს მომავალში გუდნების ხელმძღვანელობასთან ერთად კალათბურთელის ქცევის კოდექსი შევიმუშავოთ, რასაც შემდგომში კალათბურთელებმა და გუნდების ხელმძღვანელებმა თვითონ უნდა მოაწერონ ხელი. ეს იქნება ყველასთვის აუცილებლად შესასრულებელი. დღევნდელი მდოგმარეობა დახვეწას და გამოსწორებას მოითხვოს იგივე მსაჯებთან, მწვრთნელებთან, გულშემატკვიბრეთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. აუცილებლად შევქმინთ კომისიას, რომელიც ინფრასტურქუტას და მატერიალურ-ჰუმანიტარულ რესურსებს შეისწავლის. ასევე კონტიგენტის პედაგოგიურ შესაძლებლობებს, რომელთათვისაც სემინარებს მივმართავთ, რათა მოზღვავებულ ბავშვთა რაოდენობას მზად დავხვდეთ, მათ მაქსიმაულური გამოცდილება გავუზიაროთ და პირიობები შევუქმნათ. დაახლოებით 2-3 თვე დაგვჭირდება, რომ სრულად გავაანალიზოთ ფედერაციაში არსებული მდგომარეობა და შემდეგ გადავწყვიტოთ, თუ რა სტრუქტურის დამატება იქნება საჭირო. რაც შეეხება გულშემატკივრის პრობლემას, ეს არ არის მხოლოდ ფედერაციის სამუშაო და ეს არ არის მარტო კალათბურთის პრობლემა. წასახალისებელი იქნებიან გუნდები, რათა მათ მოიზიდონ უცხოელი კალთბურთელები. იქნება გატარებული სხვადასხვა მარკეტოლოგიური ღონისძიებები და ჩვენ სპორტულ მარკეტოლოგებთან ერთად შევიმუშავებთ გეგმას ამ პრობლემის მოსაგვარევლად.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა