მიხეილ გაბრიჩიძის შეხვედრა გორის მერთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და საშეჯიბროდეპარტამენტის უფროსი ალეკო პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით გორს ესტუმრნენ, სადაცადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერ ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ქალაქგორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯოხაძე, მერიისხელმძღვანელი პირები და საფეხბურთო კლუბ „ გორის დილა“ს დირექტორი გიორგიტუღუშიც დაესწრნენ.
საუბარი შეეხო სპორტული კლუბ „დილას“ განვითარებას, რაც კონკრეტულადკალათბურთის კუთხით იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტისა და კლუბისხელმძღვანელებობებს სურვილი აქვთ, კონკურენტუნარიანი საკალათბურთო კლუბიჩამოაყალიბონ. ამით საქართველოში კარგი პრეცედენტი შეიქმნება, როცა კლუბსსაფეხბურთოსთან ერთად საკალათბურთო კლუბიც ჰყავს. ეს პრაქტიკა ევროპაში და მთელსმსოფლიოში კარგადაა აპრობირებული და მაგალითად მადრიდის „რეალის“, კატალონიური„ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მოყვანაც საკმარისია.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დადებითადშეაფასა აღნიშნული ინიციატივა და გეგმის განხორციელებაში კალათბურთის ეროვნულიფედერაციის ჩართულობაზე და ხელწყობაზე ისაუბრა.
გორის საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, „დილა“ პირველი ლიგაშიიასპარეზებს, საიდანაც სუპერლიგაში გადასვლის შესაძლებლობა ექნება. საკალათბურთოსუპერლიგის პირველი წრე დასრულებულია, ხოლო პირველი ლიგის დაწყება თებერვალშიიგეგმება.
gbf.ge