მიხეილ ცაგარელი: “საქართველოს სარაგბო ნაკრებს ფორმის შეცვლას ვურჩევ”
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საქართველოს სარაგბო ნაკრებს ფორმის შეცვლა ურჩია. მისი თქმით, გუნდის დღევანდელი ფორმის ფერი ენერგეტიკული თვალსაზრისით ნაკლებად არის წარმატების მომტანი.
“საქართველოს სარაგბო ნაკრებს რეკომენდაციის სახით ფორმის შეცვლას ვურჩევ, რადგან ძველი ფორმა, რომელიც უფრო აქტიურ და ნათელ ფერებთან იყო დაკავშირებული, უფრო მეტად აძლიერებდა მათ შესაძლებლობებს. ახალი ფორმა ენერგეტიკული კუთხით უფრო ნაკლებად წარმატებულია, ამიტომ მათი შედეგებიც უფრო მეტად რთულია. თუ ამ რეკომენდაციას მიიღებენ, კარგი იქნება. თუ რჩევას არ მიიღებენ, მათ წარმატებას მაინც ვუსურვებ”, – აღნიშნა ასტროლოგმა რუმინეთის ნაკრებთან დღეს გამართულ მატჩამდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრების პირველი ფორმა ღვინისფერია. გუნდი დღეს რუმინეთის ნაკრებთან ანგარიშით 7:8 დამარცხდა, რითაც ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის წოდება მეტოქეს დარჩა.