მიკოლა კოვტალიუკი და “დილა” მერანივით დაფრინავენ
ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გორის “დილამ” თბილისის “მერანი” მიიღო და 4-0 გაანადგურა. ანგარიში კოვტალიუკმა გახსნა და სწორედ მანვე დასვა საბოლოო წერტილი. უკრაინელმა მიკოლამ მე-5 ტურში მე-5 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია. თავის მხრივ, გოლები ახალგაზრდა გაგნიძემ და დაბრუნებულმა ლექვთაძემ შეაგდეს. “მერანში” დებიუტი ჰქონდა 16 წლის გიორგი ხაბულიანს.
“დილა” 11 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა და ნემსაძის ბიჭები საუცხოო ფორმაში არიან.
დილა 4-0 მერანი თბ
გოლები: კოვტალიუკი 58/85 (პ), გაგნიძე 64, ლექვთაძე 74
დილა: გუგეშაშვილი – სანტოსი (ჩიტეიშვილი 46), ბალგუ, მაისაშვილი, ეტოუ, გიორბელიძე – ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 58), გაგნიძე – ლექვთაძე (სპანდერაშვილი 76), კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მერანი თბ: თევდორაძე – გაფრინდაშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, კახელიშვილი – დათუნაიშვილი – დეისაძე (შენგელიზე 34), შარიქაძე (მიქაბერიძე 76), კაკაშვილი, სარდალიშვილი – ჩიქოვანი (ხაბულიანი 58)