WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (432767) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (4,5,6,7,8,9,10,12,13,40,10283,14273,14274,14275,14276,14277,24857,28164,28165,28167,28168,28219) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

თარიღი: ივლისი 3, 2020

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა 38 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.

ბაროშს ბოლო პერიოდში აქილევსის მყესი და კანჭის კუნთები აწუხებდა, რის გამოც ჩვეულ დონეზე თამაშს ვეღარ ახერხებდა.

“კარიერას გავაგრძელებდი, მაგრამ სხეულმა გაჩერება ბრძანა. უკვე დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებს. ჩემი სხეული ჩვეულად ვეღარ მუშაობს”, – თქვა ბაროშმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მილან ბაროშს კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა “ლივერპული”, “ასტონ ვილა”, “ლიონი”, “გალათასარაი” და სხვა. ჩეხი თავდამსხმელი 2005 წელს მერსისაიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მილან ბაროში ჩეხეთის ნაკრების ღირსებას 2001–2012 წლებში იცავდა. ის 93 მატჩში გატანილი 41 გოლით იან კოლერის შემდეგ ეროვნული გუნდის საუკეთესო მეგოლეა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბაროში ხუთი გატანილი ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპამდე გასვლაში დაეხმარა.



მსგავსი სიახლეები