“მილანმა” “ბაიერნი” გაანადგურა (ვიდეო)
22 ივლისს, ჩინეთში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და “მილანი” დაუპირისპირდნენ. მატჩი იტალიელების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში “მილანის” ახალწვეულმა, ფრენკ კესიემ გახსნა – მან ბავარიელთა კარი მე-14 წუთზე აიღო. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, “როსონერის” 19 წლის თავდამსხმელმა პატრიკ კუტრონემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, პირველი ტაიმის ბოლო წუთებში კი მან დუბლი მიითვალა. “მილანი” შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდა. შეხვედრის საბოლოო შედეგი 85-ე წუთზე დაფიქსირდა, ამჯერად “ბაიერნის” კარში გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა – 0:4.
“ბაიერნი” 0:4 “მილანი”
გოლები: კესიე 14′, კუტრონე 25′ 43′, ჩალჰანოღლუ 85′
“ბაიერნი”: ფრიუხტლი, რაფინია, ჰუმელსი (რენატო სანჩესი 46′), ალაბა, რიბერი (ხ. როდრიგესი 46′), ხავი მარტინესი, ბერნატი (ფრიდლი 30′), ტოლისო, მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი.
“მილანი”: ჯ. დონარუმა (ა. დონარუმა 80′), საპატა (ბონუჩი 63′), მუსაკიო (პალეტა 78′), აბატე (კონტი 46′), როდრიგესი (ანტონელი 63′), მონტოლივო (ბილია 46′), ბონავენტურა (მაური 79′), კესიე (სოსა 79′), ბორინი (ჩალჰანოღლუ 64′), ნიანგი (გომესი 79′), კუტრონე (ანდრე სილვა 46′).
იხილეთ მიმოხილვა