“მილანი” ადებაიორით დაინტერესდა
Football Italia-ს ცნობით, იტალიური “მილანი” “ტოტენჰემი ჰოთსპურის” ფორვარდით, ემანუელ ადებაიორით დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, “მილანში” 30 წლის ფოვარდის თამაშით მას მერე მოიხიბლნენ, რაც ლონდონელებს სათავეში ტიმ შერვუდი ჩაუდგა.
ადებაიორის იტალიური კლუბში ხილვით პირადად კლარენს ზეედორფიც არის დაინტერესებული.
ადებაიურის კონტრაქტი “ტოტენჰემთან” 2015 წელს იწურება.