“მილანი” – “ბარსელონა” ბალოტელი “როსონერის” განაცხადში მოხვდა
იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მარიო ბალოტელი სამშაბათს “უეფას ჩემპიონთა ლიგის” მესამე ტურის გასამართი მატჩის (“მილანი” – “ბარსელონა”) 20 კაციან განაცხადში შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ფეხბურთელის მარიო ბალოტელის, კუნთის დაზიანება ბოლომდე არ მოუშუშებია და შესაძლოა მან მოედანზე დიდი ხანი ვერ დაჰყოს.
“როსონერის” განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ამელია, კოპოლა და ანდრენაჩი.
მცველები: აბატე, კონსტანტი, მექსესი, სილვესტრი, ძაკარდო და საპატა.
ნახევარმცველები: ბირსა, დე იონგი, ემანუელსონი, კაკა, მონტოლივო, მუნტარი, ნოჩერინო და პოლი.
თავდამსხმელები: ბალოტელი, მატრი და რობინიო.
შეგახსენებთ, რომ “უეფას ჩემპიონთა ლიგის” მესამე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “მილანი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან 22 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მილანი” – “ბარსელონას” მატჩის მთავარი არბიტრი ფელიქს ბრიხი იქნება.