“მილანი” “ბარსელონელის” ტრანსფერში 15 მილიონს იხდის
სექტემბრის თვეში “მილანის” ფეხბურთელმა, ანდრეა კონტიმ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთს მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ვეღარ ითამაშებს.
გამომდინარე იქიდან, რომ კონტი განახლებულ “როსონერიში” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მისი ტრავმა იტალიელთათვის დიდი დარტყმაა. კლუბის ხელმძღვანელები მისი შემცვლელის დამატებას იანვარშივე გეგმავენ.
როგორც ცნობილი ხდება, “მილანის” აღმასრულებელი დირექტორები “ბარსელონას” მარჯვეა მცველის, ალეიშ ვიდალის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ და მზად არიან, “ბარსელონელთა” საბანკო ანგარიშზე 15 მილიონი ევრო გადარიცხონ.
შეგახსენებთ, რომ ალეიშ ვიდალი “კამპ ნოუზე” 2015 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში კი 28 წლის ფეხბურთელმა შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლით დაგვამახსოვრა თავი.