“მილანი” და “ინტერი” ნეგრედოსთვის იბრძვიან

თარიღი: ნოემბერი 30, 2015

ესპანელი თავდამსხმელი, შესაძლოა, იტალიაში აღმოჩნდეს.

Las Provincias-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსიას” ფორვარდმა, ალვარო ნეგრედომ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილია, ესპანელის გადაბირებით “ინტერისა” და “მილანის” ხელმძღვანელობები არიან დაინტერესებულნი. ორივე მილანური კლუბი ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.

შეგახსენებთ, ადრე პრესაში იწერებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნეგრედოს შეძენა ფრანგულ “მარსელს” სურს.

მიმდინარე სეზონში ალვაროს ანგარიშზე ცხრა ჩატარებული მატჩი და ორი გატანილი ბურთია.

მსგავსი სიახლეები