“მილანი” დონარუმას ფინანსურ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს
“მილანის” ხელმძღვანელები ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებას კვლავაც ვერ ახერხებენ. მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, დრო კი არ ითმენს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მთავარ პრობლემას 21 წლის მეკარის ფინანსური მოთხოვნები წარმოადგენს. თუ მხარეები ამ თემაზე ვერ შეთანხმდებიან, 2021 წლის 30 ივნისს დონარუმა თავისუფალი აგენტი გახდება.
მინო რაიოლასა და დონარუმას სურთ, რომ წელიწადში “როსონერიმ” ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. “მილანელები” კი ბოლოს დონარუმას 7 მილიონს სთავაზობდნენ ბონუსების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, მხარეები ვერ თანხმდებიან კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების პუნქტის თაობაზეც. კლუბს სურს, რომ გამოსასყიდი თანხა მინიმუმ 40 მილიონს შეადგენდეს, რაიოლას – 30 მილიონი სურს.
გეტყვით იმასაც, რომ იტალიური გრანდი დონარუმას 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.