“მილანი” – “იუვენტუსი”: ოქრიაშვილმა საკუთარი პროგნოზი გამოთქვა (ფოტო)
დღეს იტალიის სერია ა-ში მეცხრე ტურის მატჩები გაიმართება. როგორც დღის, ასევე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან სიროზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “მილანი” და”იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი პროგნოზი გამოთქვა.