“მილანი” კერიკის დამატებას აპირებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მაიკლ კერიკი, შესაძლოა, იტალიაში გადაბარგდეს. 33 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს მანჩესტერულ კლუბთან ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება. “მილანი” კი მის გადაბირებას თავისუფალი აგენტის სტატუსით ფიქრობს.
კერიკი “მანჩესტერის” ღირსებას 2006 წლის ზაფხულიდან იცავს. ინგლისის ჩემპიონატის მიმდიანრე გათამაშებაში ნახევარმცველმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.