“მილანი” მაჰერს უმიზნებს
იტალიელები იანვარში აქტიურობას გეგმავენ.
იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, უკვე დიდი ხანია, რაც “მილანის” ხელმძღვანელობა ადამ მაჰერის შეძენით არის დაინტერესებული და შესაძლოა, სულ მალე, 15 მილიონი ევროს ოდენობით, ჰოლანდიელებს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთონ.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი პსვ-სთან 2018 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 13 მატჩი, ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. აგრეთვე, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში უკვე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, “როსონერის” აქსელ ვიტსელისა და რობერტო სორიანოს შეძენა კვლავ სურს.