„მილანი“ რამის შეძენას შეეცდება
გავრცელებული ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვანელობა „ვალენსიას“ მცველის ადილ რამის იჯარით აყვანაზე ფიქრობს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანური კლუბის მენეჯერებს ფრანგი მოთამაშის შეძენის თაობაზე უკვე შეუთანხმდა.
აღსანიშნავია, რომ რამის „ვალენსიას“ მთავარ მწვრთვნელთან მიროსლავ ჯუკიჩთან აქვს კონფლიქტი, რაც მის იტალიაში ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
სავარაუდოდ, ადილი „როსონერიში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავა. ამასთან ერთად, „შავ-წითლებს“ ზაფხულს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
რამდენიმე ევროპული გამოცემის მტკიცებით, რამი იანვრამდე საერთოდ არ ითამაშებს და ამ პერიოდში დამოუკიდებლად ივარჯიშებს.
ალექსანდრე მატევოსოვი