“მილანი” შესაძლოა, რობერტო მანჩინიმ ჩაიბაროს
სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს და “მილანი” ჩაიბაროს. იტალიელი სპეციალისტი “ზენიტში” მუშაობით უკმაყოფილოა და მზად არის, იტალიური კლუბის წინადადება განიხილოს.
მანჩინის გუნდს რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და ლიდერ მოსკოვის “ლოკომოტივს” რვა ქულით ჩამორჩება. იტალიელ მწვრთნელს არამხოლოდ შედეგების, არამედ ტრანსფერებისთვის დიდი თანხის მოთხოვნის გამო აკრიტიკებენ. სხვადასხვა შეფასებით, ზაფხულში “ზენიტმა” სატრანსფერო ბაზარზე 55-დან 85 მილიონ ევრომდე თანხა დახარჯა.
“ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “მილანმა” რობერტო მანჩინის კონტრაქტი უკვე შესთავაზა. “როსონერის” ხელმძღვანელობასა და იტალიელ მწვრთნელს შორის მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “მილანის” გენერალური დირექტორი მარკო ფასონე გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ფასონე და მანჩინი მილანის “ინტერში” ერთად მუშაობდნენ.