WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (449277) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“მილანი” ტრანსფერებზე 100 მილიონს დახარჯავს

თარიღი: მარტი 28, 2021

“მილანს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. La Gazzeta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გრანდი ტრანსფერებში 100 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.

როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი “როსონერისაც” შეეხო, თუმცა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თანხა დაზოგა და მზადაა გუნდი ზაფხულში გააძლიეროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “მილანს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რაც ხელმძღვანელობას ტრანსფერების განხორციელების კიდევ უფრო დიდ მოტივს აძლევს.

ამჟამინდელი ინფორმაციით “მილანის” პრიორიტეტი ფიკაიო ტომორის გამოსყიდვა იქნება.

სერია A-ს 28 ტურის შემდეგ “მილანი” მეორე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში და ლიდერ “ინტერს” ექვსი ქულით ჩამორჩება.



მსგავსი სიახლეები