“მილანი (U19)” – “ბარსელონა (U19)” 2-6
“უეფას ახალგაზრდული ლიგის” მესამე ტურის ერთ-ერთი მატჩი მილანში გაიმართა სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და იტალიური “მილანი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი “სესტო სან ჯოვანის” სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 2:6 კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა.
“ბარსელონას (U19)” შემადგენლობიდან დუბლების გაფორმება არნალდო ანტონიო სანაბრიამ და მუნირ ელ-ხადადიმ მოახერხეს, თითო გოლის გატანა კი ელოხარ გოდსუილმა და მაქსი როლონმა შეძლეს. ხოლო რაც შეეხება იტალიურ “მილანს (U19)”, “როსონერის” რიგებიდან გატანილი გოლის ავტორები მაქს ბარიშიჩი და ბრიან კრისტანტე გახდნენ.
“უეფას ახალგაზრდული ლიგა”
H ჯგუფი, მესამე ტური. “მილანი (U19)” (მილანი, იტალია) – “ბარსელონა (U19)” (ბარსელონა, ესპანეთი) 2-6
გატანილი გოლის ავტორები: ბარიშიჩი (16′) 1-0, ელ-ხადადი (20′) 1-1, სანაბრია (22′) 1-2, გოდსუილი (45+1′) 1-3, კრისტანტე (47′) 2-3, სანაბრია (74′) 2-4, ელ ხადადი (77′) 2-5, როლონი (90+1′) 2-6.
გაფრთხილებები:
ყვითელი ბარათი – თამაში (53′) და რონდანინი (85′).
წითელი ბარათი – არა.
H ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:
1) “ბარსელონა” – 9 ქულა.
2) “მილანი” – 6 ქულა.
3) “სელტიკი” – 3 ქულა.
4) “აიაქსი” – 0 ქულა.