“მილანის” ხელმძღვანელობა მონტელას მუშაობით უკმაყოფილოა
“მილანის” მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას მძიმე დროება დაუდგა. იტალიელ სპეციალისტს უახლოეს მომავალში შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ.
“როსონერის” ხელმძღვანელობა მონტელას შეხვდა და გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილება გამოხატა. კლუბის დირექტორებმა მასიმილიანო მირაბელიმ და მარკო ფასონემ მწვრთნელს უთხრეს, რომ “მილანი” სუსტ გუნდებთან აღარ უნდა დამარცხდეს.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” იტალიის ჩემპიონატში “სამპდორიასთან” წააგო (0:2). გუნდი მანამდე რომის “ლაციოსთან” განადგურდა (1:4). “როსონერის” სერია A-ში ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის: პირველ ოქტომბერს “რომას” მიიღებს, ორი კვირის თავზე კი თანაქალაქელ “ინტერს” დაუპირისპირდება. მანამდე გუნდი ევროპის ლიგაზე “რიეკას” წინააღმდეგ ითამაშებს. ასე რომ, დამდეგ მატჩებში შესაძლოა, მონტელას ბედიც გაირკვეს.