„მილანის“ კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე უახლოეს დროში მწვრთნელი გახდება
„მილანის“ ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა, რომელიც ამჟამად ინდოეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბ „ჩენაი ტიტანსში“ თამაშობს, უახლოეს მომავალში MLS-ში მწვრთნელად მუშაობას გეგმავს, რის შესახებაც თავად ფეხბურთელმა განაცხადა.
„ახლა იტალიაში მწვრთნელობას ვსწავლობ. იმედია, მალე MLS-ში ვიმუშავებ. ეს ლიგა ძალიან მიყვარს, იქ გამგზავრებას ყველას ვურჩევდი“, – ციტირებს ნესტას „Heineken Soccer“-ის „ტვიტერის“ გვერდი.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ნესტა MLS-ში 2012 წლიდან 2013 წლამდე კანადურ „მონრეალ იმპაქტში“ თამაშობდა.