“მილანის” ფეხბურთელმა მჭედლიძეს “დინამოში” გადასვლის შემდეგ წარმატებები უსურვა

თარიღი: სექტემბერი 21, 2019

“მილანის” ნახევარმცველმა, რადე კრუნიჩმა ყოფილ თანაგუნდელ ლევან მჭედლიძეს თბილისის “დინამოში” გადასვლის შემდეგ წარმატებები უსურვა.

მჭედლიძე და კრუნიჩი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ერთად “ემპოლიში” თამაშობდნენ.

“წარმატებები ახალ თავგადასავალში, ჩემო ძმაო”, – წერს ბოსნიელი ფეხბურთელი Instagram-ში.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე თბილისის “დინამოს” წევრი 19 სექტემბერს გახდა. მან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

მსგავსი სიახლეები