„მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კლუბში დასაბრუნებლად მზადაა
ცნობილი იტალიური სააგენტო „ტუტომერკატოვები“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც წყარო წერს, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დასაბრუნებლად მზადაა, რომლის რიგებს 2010-2012 წლების სეზონში იცავდა.
გამოცდილი თავდამსხმელი „როსონერიში“ თამაშის სანაცვლოოდ ყოველწლიურად 7,5 მილიონი ევროს მისაღებად მზადაა, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ ნაკლებია.
„ტუტომერკატოვები“ ვარაუდობს, რომ ყველაფერი ახლა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობის პასუხზეა დამოკიდებული. აქამდე ცნობილი იყო, რომ პარიზელები შვედეთის ნაკრების ლიდერის გაშვებას არ გეგმავენ.