„მილანის“ ულტრასებმა გალიანის გადადგომა მოითხოვეს
„მილანის“ ფანთა გაერთიანება „კურვა სუდმა“ გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კლუბის ამჟამინდელ პრობლემებზე ისაუბრა და ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის გადადგომა მოითხოვა.
„ამჟამინდელი სიტუაცია კლუბის სატრანსფერო სტრატეგიამ და იმ თავისუფალი აგენტების მოყვანამ გამოიწვია, რომელთაც მაღალი ხელფასები აქვთ, სანაცვლოდ კი, მათ სათანადო შედეგს ვერ მიაღწიეს. წავიკითხეთ, რომ „ლაციოსთან“ სათასო მატჩი, შესაძლოა, ფილიპო ინძაგისთვის ბოლო აღმოჩნდეს. სინამდვილეში, იგი მორიგი მწვრთნელია, რომელსაც კარგი შემადგენლობა არ ჰყავს.
გუნდის არქიტექტორი ბატონი გალიანია. ფეხბურთელებზე თანხას ის ანაწილებს. ბოლო დროს ბიუჯერი მატრიზე, ტორესზე და მსგავს მოთამაშეებზე დაიხარჯა. მატრის სანაცვლოდ კლუბმა იმდენივე გადაიხადა, რამდენიც „იუვენტუსს“ კარლოს ტევესის ტრანსფერი დაუჯდა. პრეზიდენტისგან „მილანში“ ფულის ჩადებას ვითხოვთ. ასევე გვსურს, რომ მან ის ადამიანი გაათავისუფლოს, რომლის გამოც ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდით“, – ნათქვამია განცხადებაში.