„მილანმა“ ახალი სტადიონის პროექტის სურათები და ვიდეო წარადგინა
„მილანის“ ოფიციალურმა საიტმა კლუბის მომავალი სტადიონის პროექტის სურათები და ვიდეო წარადგინა. როგორც ცნობილია, ათი მარტისთვის საბოლოოდ გაირკვევა ადგილი, რომელზეც აღნიშნული პროექტის შენება დაიწყება. ადგილი ყველა ეკოლოგიურ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სტადიონის სახურავი აზიურ სტილში აშენდება. გარდა ამისა, არენას სპეციალური ხმის იზოლაციური ტექნოლოგია ექნება, რომლის დახმარებითაც, ადგილობრივ მცხოვრებლებს ხმაური არ შეაწუხებს. მშენებლობა მილანურ კლუბს 300-320 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც მუშებისთვის ათას სამუშაო ადგილსა და ტექნიკაზე მომუშავე პირებისთვის ხუთას სამუშაო ადგილს ნიშნავს. ხარჯებს პროექტისთვის კლუბის სპონსორები გამოყოფენ.
ავამდროულად, „მილანი“ ჯერ კომპანია „Fondazione Fiera“-ს უნდა შეუთანხმდეს, რომელსაც რაიონ პორტელოში მიწა ეკუთვნის და რომელზეც სტადიონის აშენება იგეგმება. აღნიშნულ საკითხში კლუბს, შესაძლოა, სამი კომპანია „Cile“, “Arcotecnica“ და „Pfk“ დაეხმაროს, რომელიც სანაცვლოდ კლუბის გარშემო ქსელების აშენებას ისურვებს. კომპანია „Prelios“-ს სასტუმროებისა და მაღაზიების აშენება სურს, ხოლო „Vitali“ რესტორნების გახსნაზე ფიქრობს.