„მილანმა“ ბოლოადგილოსან „ვერონასთან“ წააგო (ვიდეო)
„ვერონასა“ და „მილანს“ შორის იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურის ბოლოსწინა მატჩი ვერონელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
21-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გოლი ჟერემი მენეზმა გაიტანა. ანგარიში 72-ე წუთამდე არ შეცვლილა, როდესაც „როსონერის“ კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ზუსტად ჯამპაოლო პაცინიმ შეასრულა. ამის შემდეგ მასპინძლებმა შეტევას მოუმატეს, რამდენიმეჯერ ჯანლუიჯი დონარუმამ თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. მსაჯმა ძირითად დროს ოთხი წუთი დაუმატა, რომლის ბოლოსაც ლუკა სილიგარდიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – 2:1.
35 ტურის შემდეგ „ვერონა“ 25 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ „კარპის“ ჯერჯერობით 7 ქულით ჩამორჩება. „მილანი“ 53 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა და უახლოეს მდევარ „სასუოლოს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
„სასუოლო“ – „მილანი“ 2:1
გოლები: პაცინი 72′, სელეგარდი 90+4′ – მენეზი 21′
გაფრთხილებები: ალბერტაცი 48′ – საპატა 67′, ამური 72′