“მილანმა” “ჩელსისთან” ფაბრეგასის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
“მილანი” დიდი ხანია ინტერესდება ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველით, სესკ ფაბრეგასით.
როგორც იტალიური გამოცემა, Tuttosport-ი იტყობინება, გუშინ მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ “ჩელსისთან” უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელის თაობაზე. ფაბრეგასი კონტეს გეგმებში არ შედის და ამას ისიც ადასტურესბს, რომ მას არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.
თავის მხრივ, “როსონერი” ჩინელმა მილიარდელებმა იყიდეს და მათ დიდი გეგმები აქვთ. ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ სესკ ფაბრეგასია, რომლის შესაძენად ისინი ყველაფერს იზამენ.
ამას ისიც ემატება, რომ “მილანის” ნახევარმცველი, მონტოლივო ტრავმირებულია და მას დასაბრუნებლად და ფორმაში ჩასადგომად არც ისე ცოტა დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, სესკი იტალიელის შემცვლელად განიხილება.
მოკლედ, ფაბრეგასის “მილანში” გადასვლას ყველა გარემოება უწყობს ხელს. დიდი ალბათობით, იგი იანვარში იტალიური გრანდის ფორმას მოირგებს.