“მილანმა” და “ინტერმა” ახალი სტადიონის მშენებლობისთვის 605 მილიონი გამოყვეს

თარიღი: სექტემბერი 13, 2019

იტალიურ პრესაში ცნობილი ხდება “მილანისა” და “ინტერის” მიერ დაგეგმილი ერთობლივი სტადიონის მშენებლობის ახალი დეტალები. მათ შორის ისიც, რომ სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.

Corriere della Sera-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, კლუბები ახალი სტადიონის მშენებლობას 605 მილიონ ევროს დაახარჯავენ. “სან-სიროს” დემონტაჟს კი 45 მილიონი დასჭირდება.

სტადიონზე იგეგმება გარეთა განათების ფერების ცვლის ტექნოლოგიის გამოყენებაც – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას სტადიონი შავ და ცისფერ ფერებში განათდება, ხოლო “მილანის” თამაშებისას – წითელ-შავ ფერებში.

სტადიონთან ერთად ასევე იგეგმება სავაჭრო ცენტრის, სპორტული არის, სასტუმროს, კონფერენციის დარბაზებისა და ორი ოფისის გახსნაც.

მსგავსი სიახლეები