“მილანმა” 15 წლის ჰაჩიმ მასტური პირველ გუნდში გადაიყვანა
იტალიური “მილანის” ხელმძღვანებლობამ 15 წლის ფეხბურთელი ჰაჩიმ მასტური პირველ გუნდში დააწინაურა. ახალგაზრდა მოთამაშემ “როსონერის” ძირითად გუნდთან ერთად პირველად 13 მაისს ივარჯიშა.
მასტური ივნისში 16 წლის გახდება, ხოლო მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A-ში თამაშის უფლებაც მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” მასტური “რეჯიანადან” 500 000 ევროს სანაცვლოდ გადმოიბირა.