„მილანმა“ „ინტერი“ დაამარცხა
ჩინურ შეკრებაზე პირველი მატჩი მილანურმა კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარეს. შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას მიხაილოვიჩის გუნდი ფლობდა. მომენტებიდან აღსანიშნავი ალექსანდრო მატრის ეპიზოდი იყო, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე არავინ უშლიდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასვლის ნაცვლად მან ნიანგისთვის პასის გაკეთბა ამჯობინა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანაში ხელი მცველებმა შეუშალეს. ნიანგს გოლის გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ „მილანის“ 78-მა ნომერმა მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდის მწვრთნელმა ცვლილებები გამოიყენა. „მილანის“ ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს – 62-ე წუთზე ბონავენტურას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ფილიპ მექსესმა შორიდან ერთი შეხებით უძლიერესა და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა – 1:0 (იხილეთ ვიდეო). დარჩენილ დროში გოლების გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ცოტა ხანში ანგარიშის გაზრდა ბაკას შეეძლო, თუმცა მეკარე კარიცო ზუსტი აღმოჩნდა. „ინტერის“ მხრიდან აღსანიშნავია ერნანეშის ორი ეპიზოდი.
მატჩის ბოლოს ანტონიო ნოჩერინო ჯოფრი კონდოგბიას ორი ფეხით ჩაუვარდა, რის გამოც მსაჯმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
საბოლოოდ, 1:0 და „მილანმა“ ჩინური ტური პრინციპული მეტოქის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ შეხვედრას ორივე გუნდი მადრიდის „რეალთან“ გამართავს. „ნერაძური“ „ბლანკოსს“ 27 ივლისს შეხვდა, „როსონერი“ კი – 30 ივლისს.