“მილანმა” “ინტერი” გაანადგურა (ვიდეო)
31 იანვარს, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში დერბი “დელა მადონინა” გაიმართა. “სან სიროზე” მასპინძლის ამპლუაში მყოფმა “მილანმა” “ინტერი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე “როსონერის” მცველმა, ალექსმა გახსნა, რომელმაც ჰონდას ჩაწოდების შემდეგ დავიდე სანტონს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და ბურთი კარში გადაგზავნა.
70-ე წუთზე, “ინტერს” ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა. პირველი გოლის ავტორმა ალექსმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა მაურო იკარდის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, რამაც მანჩინის შეგირდები საბოლოოდ გატეხა.
ზუსტად სამ წუთში, მბაიე ნიანგის ჩაწოდების შემდეგ კარლოს ბაკამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და “მილანის” უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ოთხ წუთში გოლი თავად ნიანგმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში (3:0) დააფიქსირა.
“მილანი”: დონარუმა; ანტონელი, რომანიოლი, ალექსი, აბატე; ჰონდა (ბოატენგი 89′), კუჩკა, მონტოლივო, ბონავენტურა; ბაკა (ბერტოლაჩი 85′), ნიანგი (ბალოტელი 79′).
“ინტერი”: ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მურილო, ჟესუსი; ბოზოვიჩი, მედელი; პერისიჩი (მელო 77′), ედერი, ლაილაიჩი (ტელესი 87′); იოვეტიჩი (იკარდი 64′).
გოლები: ალექსი 35′, ბაკა 73′, ნიანგი 77′.