„მილანმა“ მიმდინარე სეზონში გოლი მხოლოდ მეორე მატჩში არ გაუშვა
მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეცამეტე ტურში „მილანმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „როსონერისთვის“ ეს მხოლოდ მეორე ოფიციალური შეხვედრაა, რომელშიც გუნდმა გოლი არ გაუშვა.
სხვა 12 მატჩიდან ფილიპო ინძაგის გუნდმა კარი მშრალად მხოლოდ „კიევოსთან“ შეხვედრაში შეინარჩუნა. ხსენებული თამაში მილანელებმა „სან-სიროზე“ ოთხ ოქტომბერს ჩაატარეს და „უდინეზესთან“ მატჩის მსგავსად ანგარიშით 2:0 მოიგეს.