“მილანმა” ოფიციალური თანხმობა განაცხადა ბაკას გაშვებაზე
დიდი ხანია იწერება იმაზე, რომ “ვესტ ჰემი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” ფეხბურთელით, კარლოს ბაკათი…
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა 29 წლის სპორტსმენის გაშვებას. ეს ყოველივე “ვესტ ჰემის” მესვეურებმა დაადასტურეს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ თუ ბაკა თანახმა იქნება, ფაქტობრივად, ფორმალობაღა დარჩება იქამდე, რომ მან ინგლისური კლუბის ფორმა მოირგოს.
დაველოდოთ, რას გადაწყვეტს კოლუმბიელი…