„მილანმა“ ყველაზე წარმატებული კლუბის სტატუსი დაკარგა
„მილანმა“ და „ბოკა ხუნიორსმა“ საერთაშორისო დონეზე ყველაზე წარმატებული კლუბის სტატუსი დაკარგეს. იტალიურ და არგენტინულ კლუბებს, რომელთაც 18-18 ტიტული აქვთ დასაკუთრებული, ეგვიპტურმა „ალ აჰლიმ“ გაუსწრო, რომელმაც აფრიკის სუპერთასის მოგებით საერთაშორისო დონის ჯილდოთა კოლექციას მე-19 თასი მიუმატა
სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ხშირად მოიხსენიებდნენ საკუთარ გუნდს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებულ კლუბად. „როსონერის“ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული წოდების დაბრუნებისთვის იტალიელებს დიდი ჯაფის გაწევა მოუწევთ.
ყველაზე წარმატებულ კლუბთა სიაში შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ არგენტინული „ინდეპენდიენტე“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“. სამივე ამ კლუბს საერთაშორისო ასპარეზზე 16-16 თასი აქვს მოგებული.
ბექა დოგრაშვილი