„მილანმა“, შესაძლოა, მიხაილოვიჩი ერთ კვირაში გაუშვას
სინიშა მიხაილოვიჩი, შესაძლოა, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ, თუ „შავ-წითლები“ უახლოეს ორ მატჩს ვერ მოიგებენ.
როგორც „Football Italia“ წერს, კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ სერბ სპეციალისტს „ვერონასთან“ ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდგომ ულტიმატუმი წაუყენა. ასე რომ, „მილანში“ დასარჩენად მიხაილოვიჩმა „სამპდორიასთან“ სათასო და „ფროზინონესთან“ სერია ა-ს თამაშები უნდა მოიგოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილოვიჩის შესაძლო შემცვლელებად ლუჩანო სპალეტი, ჩეზარე პრანდელი, კრისტიან ბროკი და ფრანჩესკო გვიდოლინი განიხილებიან.