„მილანმა“ შინ ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო

თარიღი: ნოემბერი 24, 2013

იტალიის სერია A-ს XIII ტურში „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო. მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მე-4 წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გრძელი გადაცემით კაკა მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, ბრაზლიელ ფეხბურთელს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. მილანელებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად ხუთ წუთში „მილანის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად „როსონერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ აქცია – ანგარიში გათანაბრდა 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა „ჯენოას“ მცველი ტომას მანფრედინი გააძევა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში მარიო ბალოტელი წააქცია. დანიშნული პენალტის შესრულება დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე მატია პერინმა აიღო.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უდავოდ „ჯენოას“ აქტივში უნდა ჩაითვალოს. გენუელებმა ათი კაცის შემადგენლობით „სან სიროზე“ ქულის შენარჩუნება მოახერხეს.

„ჯენოა“ 18 ქულით მე-7 ადგილზეა. „მილანს“ 14 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XIII ტური
„მილანი“-„ჯენოა“ 1:1

გოლები: კაკა 4′ – ჯილარდინო 9′ (პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი 37′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ემანუელსონი 12′, საპატა 13′, ბონერა 89′ – ბიონდინი 68′, ვრსალიკო 90′.
გაძევება: მანფრედინი 36′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ალეგრი: “ინტერი” ჩემპიონობის ფავორიტია, მაგრამ მატჩი გადამწყვეტი არ იქნებაR

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სერის A-ს ეგიდით მილანის “ინტერთან” გასამართი დამდეგი მატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანებმა “რომას” ფეხბურთელებს მაისურები არ გამოართვეს (ვიდეო)

ევროპის კონფერენს ლიგაზე “რომამ” გამანადგურებელი მარცხი განიცადა ნორვეგიულ “ბოდო გლიმტთან”. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ექვსი გოლი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ამიერიდან არავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ერთი და იმავე ფეხბურთელებსR

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე “რომა” სტუმრად ნორვეგიულ “ბიუდე-გლიმტთან” 1:6 დამარცხდა. რომაელთა მთავარი მწვრთნელისთვის,...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი: “ადრე რონალდუზე ვთამაშობდით, ახლა გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში “ზენიტი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა მესიმ პენალტი “ლაიფციგთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო MESSI CHIP HIS PEN BRO THE GREATESTTTTTT pic.twitter.com/zIIcIKt7QL — Galu (@PSGalu) October 19, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგუაირის კატასტროფული სტარტი – ყველა შეცდომა ერთ ვიდეოში (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მერვე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” დასანანი მარცხი განიცადა “ლესტერ სიტისთან” (4-2). შედეგად ოლე გუნარ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომამ” გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვერ გამოიყენეს (ვ

კვირა სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც “იუვენტუსი” “რომას” დაუხვდა. შეხვედრა მასიმილიანო ალეგრის გუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გამარჯვების აღნიშვნისას “ვიტესის” ფანების ტრიბუნა ჩამოინგრა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში არნემიდან საზარელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოინგრა “ვიტესის” ფანების ტრიბუნა გამარჯვების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირლანდიაში მეკარე მოედნიდან თანაგუნდელის ცემის გამო გააძევეს (ვიდეო)

ირლანდიაში უმაღლეს ჩემპიონატში მომხდარმა ეპიზოდმა სოციალური ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. “გლენტორანის” მეკარემ მეორე გოლის გაშვების [...
წაკითხვა