„მილანს“ „ბარსასთან“ თამაშის შემდეგ არ მოუგია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ბარსელონასთან“ გასამართ დაპირისპირებას „მილანი“ ცუდ ფორმაში ხვდება. მე-3 ტურში ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, იტალიელებმა, სერია A-ში, 3 თამაში ჩაატარეს და მხოლოდ 1 ქულა აიღეს.
წაგება პარმაში
„ბარსელონასთან“ ქულის აღების შემდეგ, „მილანი“ „პარმას“ ეწვია. „ჯვაროსნები, პაროლოსა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელის, კასანოს გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ორივე შეთხვევაში, გოლი სტუმარი გუნდის მცველების შეცდომას მოჰყვა.
61-ე წუთამდე ანგარიში 2:0 იყო, მაგრამ 63-ე წუთზე ტაბლოზე უკვე საყაიმო შედეგი იყო დაფიქსირებული. „მილანის“ მხრიდან გოლები მატრიმ და სილვესტრემ გაიტანეს. თუმცა, მე-4 დამატებულ წუთზე, პაროლიმ სტუმრებს კიდევ ერთხელ გაუტანა და მასიმილიანო ალეგრის გუნდი უქულოდ დარჩა
კაკა, როგორც თევზი წყალში
„ლაციოსთან“ „სან სიროზე“ გამართულ მატჩში სასიამოვნო სიახლე სასტარტო შემადგენლობაში კაკას დაბრუნება იყო. „მილანი“ სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის შესვენაბამდე გახსნა ვერ მოახერხეს.
მე-2 ტაიმი კაკას ბრწყინვალე გოლით დაიწყო. ბრაზილიელმა ანგარიში შორეული მოჭრილი დარტყმით გახსნა. „მილანმა“ 3 ქულა მაინც ვერ აიღო. ამის მიზეზი სიანის გოლია.
საშინაო მარცხი
„ფიორენტინასთან“ გამართული მატჩი „მილანისთვის“ ამაღლებული განწყობის შექმნის კარგი შანსი იყო, მაგრამ ალეგრის გუნდმა მორიგი კრახი განიცადა. თამაშში, რომელშიც მოედანზე კაკასა და ბალოტელის დონის ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, ესპანური ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობმა ბორხა ვალერომ გაიბრწყინა, რომელმაც ჯერ ვარგასს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა.