“მილანს” დიეგო ლოპესი უნდა

თარიღი: მარტი 6, 2014

“მილანის” სამწვრთნელო შტაბი მადრიდი “რეალის” მეკარით, დიეგო ლოპესით დაინტერესდა. ესპანური პრესის ცნობით, კრისტიან აბიატის შემცვლელად მილანში სწორედ ლოპესს მოიაზრებენ. თუმცა, იტალიელებს ლონდონის “ტოტენჰემის” სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით პრიმერას მატჩებში “რეალის” კარს ლოპესი იცავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასის გათამაშებაში მოედანზე იკერ კასილიასი გამოდის.



მსგავსი სიახლეები