“მილანს” ევროპის ლიგიდან მოკვეთა ემუქრება
“მილანს” ფინანსური ფეარ-პლეის რეგულაციასთან პრობლემები აქვს, რის გამოც უეფასგან სერიოზული სანქციები ემუქრება.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო “როსონერის” ფინანსურ ანგარიშებს შეისწავლის და თუ დარღვევებს აღმოაჩენს, იტალიურ კლუბს შემდეგი სახის სანქციები ემუქრება: სატრანსფერო საქმიანობის აკრძალვა, მსხვილი ფულადი ჯარიმა, ევროპის ლიგიდან მოკვეთა.
თუ “მილანს” ევროპის ლიგიდან მოკვეთენ, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე მის ადგილს “ატალანტა” დაიკავებს, რომელმაც იტალიის სერია A-ს 2017-2918 წლების გათამაშება მეშვიდე ადგილზე დაასრულა. თავის მხრივ, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ატალანტას” ადგილს “ფიორენტინას” მიაკუთვნებენ.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” გასული წლის ზაფხულზე სატრანსფერო საქმიანობაში 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. უეფამ ტრანსფერების გამჭირვალობა და მისი ფინანსური ფეარ-პლეის რეგულაციასთან შესაბამისობა ეჭქვეშ დააყენა და საკითხის გულდასმით შესწავლას აპირებს.
“მილანის” საქმეზე მოსმენა ივნისში შედგება.