“მილანს” რონალდუც მოუნდა – იტალიელები კრიშტიანუს აგენტს შეხვდნენ
იტალიური “მილანი” გაძლიერებას განაგრძობს. მათ მიმდინარე სტარანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატეს, რომლებიც კლუბს დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმარებიან.
Sky Sport-ი წერს, რომ “როსონერის” ხელმძღვანელობას კრიშტიანუ რონალდუს შეძენა სურს. რა თქა უნდა, მესვეურები მარტივად ხვდებიან, რა სირთულეებთან არის ამ ტრანსფერის განხორციელება დაკავშირებული, თუმცა ისინი არც ფულს იშურებენ. ნახსენები წყაროს მიხედვით, “მილანის” აღმასრულებელი დირეტქორი, მარკო ფასონე და მასიმო მირაბელი პორტუგალიელის აგენტს, ჟორჯე მენდეშს შეხვდნენ. საუბრის დეტალები უცნობია.
შეგახსენეთ, რომ რონალდუს ესპანეთის მთავრობასთან ჰქონდა უთხანხმოება, როცა იგი გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს. კრიშტიანუს მაშინ გუნდიდან წასვლაც სურდა, თუმცა კონფედერაციის თასის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა და, როგორც ბევრმა გამოცემამ დაწერა, მან “რეალში” დარჩენა გადაწყვიტა.