“მილანს” ვარსკვლავის დაბრუნება სურს
როგორც ჩანს “მილანი” წამყვან პოზიციებზე დაბრუნებას აპირებს და ამისთვის აგრესიულ სატრანსფერო პოლიტიკასაც გაატარებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, შაბათს ბერლინში ადრიანო გალიანი ცნობილ აგენტს, მინო რაიოლას შეხვდება და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის თაობაზე გაესაუბრება.
რაც არ უნა გასაკვირი იყოს იბრას სან სიროზე დაბრუნება სავსებით რეალური ჩანს. დიდი ალბათობით “მილანში” ახალი ინვესტორები მოვლენ, რომლებიც მზად არიან კლუბში დიდი თანხა ჩადონ. თავად ზალატანს კი ერთ კლუბში დიდხანს ყოფნა არ უყვარს.
თავის დროზე შვედმა მოთამაშემ “მილანში” ორი შესანიშნავი სეზონი გაატარა და ყველა ტურნირში გატანილ 56 გოლთან ერთად სერია ა-ს მოგებაც შეძლო.