„მილანში“ მალდინების დინასტია გრძელდება
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, „მილანი“ საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა.
პირველ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა პაოლო მალდინის 17 წლის ვაჟმა კრისტიანმა, რომელიც კლუბში მალდინების დინასტიის მესამე თაობას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „მილანის“ ღირსებას ჩეზარე მალდინი იცავდა, რომელმაც კლუბთან ერთად 1963 წელს კაპიტნის რანგში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. შემდეგ „როსონერიში“ მისი შვილი პაოლო გამოდიოდა. რაც შეეხება კრისტიან მალდინის, მისთვის ეს „მილანის“ პირველ გუნდში ჩატარებული პირველი ვარჯიში გახლავთ. ის ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობს.
ბექა დოგრაშვილი