მილანური დერბი “ინტერმა” მოიგო (ვიდეო)
17 მარტს, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში მილანური დერბი გაიმართა. ნომინალური მასპინძელი “მილანი” “სან სიროზე” “ინტერს” დაუპირისპირდა და
მატჩი “ინტერის” უპირატესობით და პირველი გოლიც სწორედ “ნერაძურიმ” გაიტანა – მე-3 წუთზე ანგარიში მატიას ვესინომ გახსნა. 51-ე წუთზე, პოლიტანოს ჩაწოდების შემდეგ დე ვრეიმ თავით ყველას აჯობა და “ინტერის” უპირატესობა ორამდე გაზარდა. დაახლოებით ხუთ წუთში ბაკაიკომ თავური დარტყმით სხვაობა ერთამდე შეამცირა. 66-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა “მილანის” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ლაუტარო მარტინესმა ზუსტად შეასრულა – 1:3. ოთხ წუთში მატეო მუსაკიომ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა – 2:3. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა – “დელა მადონინა” “ინტერმა” მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ “ინტერი” მესამე ადგილს დაუბრუნდა, “მილანი” კი მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.