მილანური “ინტერი” სტივენ ჯერარდს დაუკავშირდა
The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები სტივენ ჯერარდის დაყოლიებას ცდილობენ საფეხბურთო კარიერის იტალიაში გაგრძელბის თობაზე.
როგორც იცით, ამერიკული MLS-ის ერთ-ერთ წამყვან გუნდში, “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გატარებული ერთი წლის შემდეგ, “ლივერპულის” ლეგენდა კვლავ დაბრუნდა სატრანსფერო ბაზარზე, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს არაერთმა კლუბმა შეთავაზა სამწვრთნელო თუ საფეხბურთო თანამდებობა, თუმცა 36 წლის სტივი ჯი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
“ნერაძური” კი მისთვის მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, რომლის თანახმადაც, ის “სან სიროზე” სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. არაა გამორიცხული, რომ შემდეგში ჯერარდი მილანელთა სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც ვიხილოთ.